ჩემი მოწოდებაა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი პრეზიდენტის არჩევის პროცესის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ გადალახა ეთიკის ნორმები.
“ქალბატონმა სალომემ უკვე ყველანაირ ნორმას, კონსტიტუციის, კანონის, ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა. ასე რომ, მისი განცხადებები გასაკვირი არ არის, თუმცა მე მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.