spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებითა და დაქვითებით, 77% ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის

პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ, საიდანაც 60 ათასი ოპოზიციაზე მოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, დეპუტატებს სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ხელფასიდან თანხა ექვითებათ.

 

“მიმდინარე წელს 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებითა და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 ათასი ლარი. ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის. ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, რათა ეს თანხა გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები