spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ახლა დაამტკიცონ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და ყველა თეთრი გაასაჯაროონ

ყველა თეთრი გაასაჯაროონ, რომელსაც ისინი ხარჯავენ ან იღებენ, როგორც თავად ამ ყალბმა ენჯეომ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამოქალაქო საზოგადოებასთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის პარტიის ლიდერების მიერ შექმნილი ყალბი ენჯეოები, რომლის ერთადერთი მიზანი უცხოური დაფინანსების მოზიდვაა.

 

“თუ არაფერი აქვთ დასამალი, გაასაჯაროონ საკუთარი ხარჯები და შემოსავლები. ასევე. იმ დონორებმაც, ვინც აფინანსებს ახალგაზრდების იარაღთან ურთიერთობას. გაასაჯაროონ ყველა თეთრი, რომელიც ამ ორგანიზაციაზე დახარჯული აქვთ. საუბარი ხომ იყო, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და სინამდვილეში არანაირი საჭიროება იყო კანონის მიღების, ახლა დაამტკიცონ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა. გამოვიდნენ და თავად გახადონ საჯარო ყველა შემოსავალი და გასავალი. ვნახოთ, რამდენად მზად არიან იმისთვის, რომ იყვნენ საჯარო საკუთარი საზოგადოების წინაშე. როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე. საქართველოში აკრძალულია პარტიული შემოწირულობის მიღება, რომელიც მოდის უცხო ქვეყნის წყაროდან. ამიტომ, ისტორიები, რაც ბოლო პერიოდში გვესმის – ჯერ იყო “დროას” ყალბი ენჯეო, ახლა არის “გირჩის” ყალბი ენჯეო, ასეთივე ყალბი ენჯეოები აქვს “ევროპულ საქართველოს”. ჩანს, რომ არის  გარკვეული სქემა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ შეიფუთოს, თითქოს არის რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება გრანტის სახით და სინამდვილეში, ხორციელდება პარტიების დაფინანსება. უმარტივესი კითხვაა – სემინარების თაობაზე ჯაფარიძე ამბობდა, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამმიიწვია. ეს არის მისი პარტიული ლიდერების დაფუძნებული ენჯეო. რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობაა. ამ სემინარებისთვის იღებს თუ არა გასამრჯელოს და თუ იღებს და ეს გასამრჯელო მოედინება უცხო წყაროდან, ცხადია, რომ საქმე გვაქვს სქემასთან, სადაც პარტიული ლიდერებიც კი ხელფასს იღებენ უცხო ქვეყნის დაფინანსებიდან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები