spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აზერბაიჯანელ კოლეგას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფების და აპარატების დონეზე. შეთანხმდნენ საპარლამენტო პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებაზე. აგრეთვე, მიმოიხილეს რეგიონული მშვიდობის განმტკიცების საქმეში პარლამენტების როლი. ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ საჰიბა გაფაროვამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.

 

საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი შედიან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები