spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი – ბალტიის სამი სახელმწიფოს ხელისუფლებებს აქვთ ინტერესი, რომ ვიყოთ იარაღი რუსეთის წინააღმდეგ

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიზანია კანონიერი ხელისუფლების შეცვლა, ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან. სამი ქვეყნის ხელისუფლებებს აქვთ ერთადერთი ინტერესი, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიზანი არის ნათელი, რაც ამ სამ ქვეყანას, მათ ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვთ, არის კანონიერი ხელისუფლების შეცვლა და, როგორც ჩანს, სურვილია, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც ივლის მათ ჭკუაზე. უფრო სწორად, ის, ვინც მათ ხელმძღვანელობს იქით, მათ ჭკუაზე ივლის. მე ამაზე დავწერე კიდეც, რომ მიზანი სულ სხვა არის. ამ სამი ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი ინტერესი. ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებით და იმის ნაცვლად, თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ, თუ ბრძოლა უნდათ, იბრძოლონ, ცდილობენ, სხვა ქვეყნების ხელით აიცილონ ეს, ყურადღება გადაატანინონ რუსეთს სხვა საკითხებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს დღეები ძალიან ნიშანდობლივი იყო. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციების ხელით, დღეს რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და განსაკუთრებით სწორედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები გამოირჩევიან.

„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეცვალა დამოკიდებულება სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მხრივ, ნახეთ, რომ შეწყდა ყველა დაფინანსება, თავად პრეზიდენტ ტრამპის აღიარებითვე, მის აღმასრულებელ განკარგულებაში წერია, რომ ეს თანხა გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. ის, რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილი იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში, უფრო ფარულად, არაპირდაპირ, დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. სამი რესპუბლიკა, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან, პირდაპირ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ“.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, უკვე აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური „ენჯეოები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ზოგიერთი სხვა“.

„ესტონური „ენჯეოები“ დღეს გველაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, როგორც ჩანს, ამ სამი ბალტიისპირეთის ქვეყნის ხელისუფლებების გამოუცდელობიდან გამომდინარე, პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება. იცით, რომ, ერთი მხრივ, ისინი ნახევრად აღიარების თუ არაღიარების რეჟიმში არიან ქართველი ხალხის ნების მიმართ და ვხედავთ ასევე ბოლო დღეებში სანქციებს. სანქციებს, რომელიც დაწესდა იმ დროს, როდესაც იმ დედაქალაქებში იმყოფებოდნენ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ესტონური, როგორც გამოჩნდა საბოლოო ჯამში. ფაქტია, რომ ესტონეთის თავქარიან საგარეო საქმეთა მინისტრს წარმოდგენა არ აქვს საქართველოში პოლიციელების სახელებსა და გვარებზე. ხომ გასაგებია, რომ ეს სია შედგენილია ესტონური „ენჯეოს“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ, მათი მთავრობის დავალებით, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში ესტონეთის თუ სხვა მთავრობების დავალებით, რათა დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები