spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ეს პოლიტიკა ესმის ყველა ჩვენს პარტნიორს

ყველაზე კარგად ქართველებმა ვიცით რუსეთის აგრესიული ხასიათი, ქართველები ვართ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ სოლიდარობას იჩენს უკრაინელების მიმართ და აქედან გამომდინარე, ჩვენი, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არ დავუშვათ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, არ დავუშვათ კრიზისი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

 

“ნებისმიერი სანქცია, ვიზის დაწესება, ფრენის აკრძალვა, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ასე შემდეგ, გულისხმობს ესკალაციაში შესვლას, ესკალაცია კი არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც უკვე რთულია, აკონტროლო ვითარება და როდესაც მოსალოდნელია საპირისპირო ზომები. საპირისპირო ზომები კი შეიძლება იყოს ნებისმიერი, დაწყებული ეკონომიკური ზომიდან, დამთავრებული სხვა რამით. 2022 წლის 25 თებერვალს განვაცხადეთ ეს პოლიტიკა, რომ ჩვენ ვიქნებით, ერთი მხრივ, სოლიდარული უკრაინის მიმართ და, მეორე მხრივ, არ დავაწესებთ ორმხრივ სანქციებს, რათა ჩვენი ხალხის უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება დავიცვათ. 

 

სხვათა შორის, ჩვენი ეს პოლიტიკა ესმის ყველა ჩვენს პარტნიორს და იციან, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, არავინ გვაძლევს ეკონომიკურ გარანტიებს, ვერავინ მოგვთხოვს, რომ ჩვენი ხალხი ჩავაყენოთ ომის და ეკონომიკური რისკის ქვეშ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები