spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – “დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს მე მოვაწერ

კონსტიტუციის თანახმად, “დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე პაკეტს დღეს ხელს მე მოვაწერ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ პაკეტი „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან მოგვივიდა წერილი, რომ ის არც ხელს აწერს კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით აბრუნებს მას, ანუ ვეტო არ არის. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვიხილეთ წინა ვეტოებთან დაკავშირებით, რომ არგუმენტად „იმიტომ“ იყო მოყვანილი, როგორც ჩანს, ამჯერად „იმიტომ“ არგუმენტით არ სურდა ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მდივანს  პარლამენტში მოსვლა და ამიტომ ხელი არ მოაწერა მას. აქედან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მე მოვაწერ ამ კანონს დღეს ხელს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები