spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – დამნაშავე არის თავად თინა ბოკუჩავა, ის იყო აგრესორი, მანდატურები მას აკავებდნენ და არა მე

ფაქტია, რომ ეს იყო აგრესია თინა ბოკუჩავასგან. სხვა შემთხვევში მანდატურები მას არ შეაკავებდნენ. მანდატურებმაც დაინახეს, რომ ეს იყო აგრესიის აქტი და ცდილობდნენ მის შეკავებას. ამაზე რეაგირების არა თუ უფლება აქვთ დეპუტატებს, ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დეპუტატებს მანდატურის ფუნქციის შეთავსება უწევთ, რადგან მათი რაოდენობა არ არის საკმარისი დებოშის და ძალადობის გასამკლავებლად.

 

“აქ საქმე გვაქვს ძალადობასთან და აგრესიასთან. იმ შემთხვევაში, რომ ერთი დეპუტატი მეორისკენ აგრესიულად მირბოდეს, რა უნდა ქნას სხვა დეპუტატმა, დავდგეთ და დაველოდოთ, მანდატური როდის მოვა? ამაზეა საუბარი – ჩვენი მორალური ვალდებულებაც არის ჩარევა და ჩემი მხრიდან ეს იყო ყველაზე სუსტი ჩარევა, მე ქალბატონი თინა იმ ადგილს უბრალოდ გავარიდე, საიდანაც ცდილობდა სპიკერატში შეჭრას. კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამ გარემოების გამო, მაგრამ ამ სიტუაციაში დამნაშავე არის თავად თინა ბოკუჩავა. ის იყო აგრესორი, მანდატურები მას აკავებდნენ და არა მე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები