spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი – ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირადობის არაელექტრონული მოწმობების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არჩევნებისთვის, არამედ რეესტრის მოწესრიგებასაც შეუწყობს ხელს.

 

“არსებობს გამოწვევა ძველი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აქციების, უფასოდ ჩანაცვლების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოღებული. დიდი ალბათობით, დიდი რაოდენობაა მოქალაქეების, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოშიც არ იმყოფებიან ან გარდაცვლილები არიან, ვინაიდან საუბარია ძველი პირადობის მოწმობებზე. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ, საერთო ჯამში, წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები