spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც, როგორც აღმოჩნდა, მის მტრებსაც კი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს

ასე ძალიან რომ ფიქრობთ ხოლმე რომელი საელჩო რაში დახარჯავს ფულს, რამდენი დღე გავიდა, რაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ჩამოვიდა, რომელშიც რამდენიმე მილიონი გადაიხადა ბიძინა ივანიშვილმა, ერთი მადლობა ვინმეს თუ გადაუხდია ოპოზიციურ-ენჯეურ, ოპოზიციურ-მედიურ ფლანგიდან ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ჩვენ დღეს პირველად გვაქვს იოანე ზოსიმეს ხელნაწერი საქართველოს ტერიტორიაზე?! – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ მედიას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, როდესაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, აღმოჩნდა რომ ოპოზიციასაც ბიძინა ივანიშვილი გაახსენდა, რადგან ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს.

„ამაზე ვინმემ მადლობა გადაიხადა? წარმოიდგინეთ ახლა, რომ ასეთი ხელნაწერი რომელიმე თქვენი სიმპათიის მქონე დონორს, ან ასე შემდეგ, ამაში დაეხარჯა ფული, აქ ხომ დაიღვრებოდით მადლობებში, ეს ხომ იქნებოდა იმ ქვეყნის დროშების ფრიალის მთელი წარმოდგენა იმ დღეს, იმიტომ რომ ეს როგორი წყალობა გაიღო ამ ქვეყანამ, რომ ჩვენ რაღაცა გაგვიკეთა და ერთი მადლობა ქართველისთვის გენანებათ, რომელმაც აქამდე ამდენი სიკეთე გააკეთა და ახლაც ასეთი სიკეთე გააკეთა.

სხვათა შორის შეგახსენებთ, როდესაც ეს ხელნაწერი აუქციონზე გამოვიდა, მაშინ სოციალურ ქსელში ზუსტად იგივე ჯგუფები, რომლებსაც მადლობა ენანებათ დღეს, როგორ ამბავში იყვნენ რომ აბა იქნება ვინმემ იყიდოს და ვინ გაახსენდა ყველას? ვინ გაახსენდა ამ ქვეყანაში? ცოტა არის ფულიანი? თქვენი მფლობელი მამუკა ხაზარაძე? რა ფული არა აქვს ? რატომ არ იყიდა? მეორე ტელევიზიის მფლობელი კეზერაშვილი? ფული არა აქვს? რატომ არ იყიდა? რატომ გაახსენდა ყველას, ოპოზიციასაც, მედიასაც, ენჯეოსაც, რატომ გაახსენდა იმ მომენტში ყველას ბიძინა ივანიშვილი? და ხომ არ იყიდდა ბიძინა ივანიშვილი და ჩამოიტანდა ამ ნაწერს საქართველოში.

აი ამიტომ გაახსენდათ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომლის იმედიც მის მტრებსაც კი, როგორც აღმოჩნდა მისი იმედი აქვთ, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები