spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი – განსაკუთრებულ ღიაობას, რომელიც ჩვენ ვიგრძენით ესპანეთში, საქართველოსთვის ექნება გადამწყვეტი როლი ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესის მისაღწევად

“არის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის და ამ მხრივ სურვილი, რომ დაუდგნენ საქართველოს გვერდში და დაეხმარონ საქართველოს  ამ გზაზე პროგრესის მისაღწევად. ამიტომ, ეს განსაკუთრებული ღიაობა რომელიც ჩვენ ვიგრძენით ესპანეთში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ვფიქრობ ექნება გადამწყვეტი როლი საქართველოს პროგრესისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთს, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევარში შვედეთისგან  ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადაიბარებს, ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით.

 

“ესპანეთი 2023 წლის მეორე ნახევარში შვედეთისგან გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ გადამწყვეტი როლი საქართველოს წინსვლაში ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი კოლეგების ნაწილთან.  ვიზიტის განმავლობაში სწორედ ეს იქნება ჩვენი მთავარი სათქმელი, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო  კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდეს ესპანეთის პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. მე დღეს სენატის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი  საქართველოში  მოვიწვიე.

 

ჩვენი პრიორიტეტი არის ეს მჭიდრო ურთიერთობა, რათა მათ ჰქონდეთ აქტუალური ინფორმაცია საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ესპანეთი, როგორც კი  ჩაიბარებს  ევროკავშირის თავმჯდომარეობას, მას ექნება გადამწყვეტი სიტყვა და გავლენის შესაძლებლობა საქართველოს მიმართ დადებით გადაწყვეტილებაზე“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები