spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენელს მისი პირადი ძალისხმევისთვის, ხელი შეუწყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკურებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე.

 

ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ურყევია ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

 

ხავიერ კოლომინას თქმით, მისასალმებელია დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი. მან აღნიშნა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

 

შეხვედრას, საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორ დოლიძე და  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები