spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როდესაც წერა-კითხვა ეზარება ადამიანს და ურჩევნია ბრახა-ბრუხი, ყვირილი

ვიდრე ოპოზიცია, მედიის ნაწილი და „ენჯეოები“ მაგიდაზე ბრახუნით იყვნენ დაკავებული და ყვირილით ცდილობდნენ, ჩაეხშოთ დისკუსია, მათ რომ მოესმინათ, ნახავდნენ, როგორ განიხილებოდა ეს პროექტი, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვას.

 

“ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ. აშკარად ძალიან მკაცრია ამერიკული მიდგომა, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას. რაც შეეხება ამ პუნქტს, ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი. ეს გულისხმობს, მაშინ, როდესაც საჭიროა ხოლმე ინფორმაციის მოპოვება, როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, მიაწოდონ ეს ინფორმაცია, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაა.

 

ხომ ხედავთ, რამხელა პრობლემაა, როდესაც წერა-კითხვა ეზარება ადამიანს და ურჩევნია ბრახა-ბრუხი, ყვირილი. მეორე მოსმენის დროს განხილული იყო ეს. მოგეხსენებათ, მეორე მოსმენა იყო ორი კვირის წინ. ეს ორი კვირის წინანდელი ამბავი ახლა რომ აღმოაჩინეთ, ეს ცალკე ისტორიაა. ინფორმაციის მოპოვება საჭიროა ხოლმე ცალკეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია. არიან ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ 20 პროცენტზე მეტი უცხოური დაფინანსება. ამაში არაფერი იცვლება. საუბარია იმაზე, რომ ამისი აღსრულებისთვის მნიშვნელოვანია, სათანადო ინფორმაციის მოპოვება შეეძლოს შესაბამის ორგანოებს.

 

სინამდვილეში, კანონი ბოლომდე ოპოზიციას წაკითხული არ აქვს, არც თქვენ გაქვთ წაკითხული და შინაარსი არავის აინტერესებს. თქვენ გაინტერესებთ ამაზე ყვირილი, იყურებით საზღვარგარეთ, რომ უცხოეთიდან რამე განცხადება იყოს, რომ მერე ამაზე აყვირდეთ, ეს არის სამწუხარო რეალობა. ქართველები იყურებიან, რას იტყვის რომელიმე დეპარტამენტი და რომელიმე პოლიტიკოსი უცხოეთიდან. ვისაც აქვს სურვილი, ის ისმენს და ჩართულია. ორი თვეა, როგორც „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ ვამბობთ, ხალხნო, გვითხარით რამე არგუმენტი, რამე წინადადება. ხან ამბობენ, სათაური არ მოგვწონსო, ხან ამბობდნენ, ჯარიმების სიდიდე არ მოგწონსო. როგორც კი დისკუსიაში შევდიოდით, გვითხარით, რა არ მოგწონთ, იქნებ შევთანხმდეთო, იქვე კეტავდნენ და წიგნებს აბრახუნებდნენ მერხებზე. ეს იყო პროცესი, რასაც ყველა საჯაროდ აკვირდებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები