spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი – კომედიაა, 2%-იანი პარტია რომ ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომედიაა, როცა 2-პროცენტიანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს.

 

პაპუაშვილის თქმით, „ლელომ“ 2020 წელს არჩევნებში აიღო სამი პროცენტი, 2021 წელს კი, 2 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

 

“რაც შეეხება „ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიას, ცდილობენ, საკუთარი მედიის საშუალებით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორემ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ 2-პროცენტიან პარტიაზე. ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3 პროცენტი, 2021 წელს აიღო 2 პროცენტი. ეს არის მათი მიღწევა, რომ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები. 2-პროცენტიანი პარტია რომ საუბრობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ეს თავისთავად უკვე კომედიაა. ამ კომედიის ჟანრში არიან დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აიერევიან ხოლმე, ხან თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში, მათ შორის ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე. სულ ახლახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მუქარა. მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირელობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირელები მილიონები, ეს კარგად ვიცით, როგორც რუსული გარემოდან, ასევე,  ისიც საუბრობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი მაშინ, როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციო საზოგადოებამ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები