spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო

მინდა მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო. ჩვენს გერბზე გამოსახულია ეროვნული დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართველ ხალხს ვუსურვებ, რომ ეს ერთობა ყოველთვის განგვეცადოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ბახმაროდან მიულოცა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით,  პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა,  სადაც  საგანგებოდ ამ დღისთვის, სიმბოლური,  6 მეტრის სიმაღლის თოვლისგან გამოკვეთილი ეროვნული დროშის მონუმენტი გაკეთდა .

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები