პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“წინდაუხედავი დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ მოვუწოდებ მის მონაწილეებს, იმავე ენერგიითა და საშუალებებით აღადგინონ რეპუტაციული ზიანი, რომელიც მათ მიაყენეს საქართველოს და მის ხალხს. მხოლოდ ასე შეიძლება ქართველი ხალხის ნდობის მოპოვება და მომავალში რაიმე სანდოობის ქონა“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.