საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მსოფლიო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
მისივე თქმით, ამ კუთხით ზეწოლის ინსტრუმენტები სწორედ მსოფლიო თანამეგობრობას აქვს.
“ყველა თანხმდება, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის ომის შეჩერება. ჩვენ ვხედავთ ტრაგიკულ სურათებს უკრაინიდან. არაფერი არ ამართლებს ომს. პირველი ამოცანა არის ომის შეჩერება და ეს რამენაირად უნდა მოახერხოს მსოფლიო თანამეგობრობამ. ზეწოლის ინსტრუმენტები სწორედ მსოფლიო თანამეგობრობას აქვს, რათა შეაჩეროს ომი. ჩვენ, საქართველოს რაც შეგვეხება, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ და უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენი ხმით სხვადასხვა გადაწყვეტილების მხარდაჭერა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.