პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები და გმირი პოლიციელი, რისი გააზრებაც ძალიან მძიმეა. მათი ოჯახების წევრებთან და ახლობლებთან ერთად, ამ ტრაგედიას თითოეული ჩვენგანი გლოვობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას და ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.