საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას ინტერვიუს “რადიო თავისუფლებისთან”, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას”, – აუხსნა უცხო ქვეყნის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.