“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა 13,7%-მდე შემცირდა, ოთხ წელიწადში კი ოთხი პროცენტი იქნება, ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, ოთხ პროცენტზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს.
“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა. ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და ოთხი პროცენტი იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%). ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს. ოთხ პროცენტზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში მხოლოდ ნიდერლანდებს, გერმანიას, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს და ჩეხეთს აქვთ, საიდანაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 2,7% – ჩეხეთშია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.