ყველა, ვინც დღეს დადგება “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით, დადგება სამოქალაქო დაპირისპირების გვერდზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მეამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობას” თავის დამკვიდრების ერთადერთ ინსტრუმენტად დარჩენილი აქვს სამოქალაქო დაპირისპირება.
“ისინი არიან ფინიშის სწორზე, რასაც ქვია მარგინალიზაცია. რაც ჩვენ მოვისმინეთ დღეს, ეს არის პორდაპირი მოწოდება იმისა, რომ დარჩენილია ერთადერთი გზა, ეს არის რადიკალიზაცია, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც დარჩენილი აქვთ ბოლო ინსტრუმენტად საკუთარი თავი დამკვიდრებისთვის. შესაბამისად, ყველა ვინც დღეს დადგება “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით, დადგება სამოქალაქო დაპირისპირების გვერდზე”, – განაცხადა პაპუაშვილმა
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ განაჩენი არსებობს, რომელიც აღსრულებას ელოდება.
“ხალხმა მისი პოლიტიკური ბედი 2012 წელს გადაწყვიტა, რაც შეეხება მის სამართლებრივ ბედს, ამასთან დაკავშირებითაც, ქართველმა ხალხმა მართლმსაჯულების მეშვეობით გამოიტანა განაჩენი. ეს განაჩენი ელოდება აღსრულებას, ასე რომ, თუ ჩამოვა, რა თქმა უნდა, ეს განაჩენი აღსრულდება”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელ, რომელშიც ის აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე საქართველოში დაბრუნდება. ამასთან, აღნიშნავს რომ დაპატიმრების არ ეშინია, რადგან ქართველი ხალხი თავსაც დაიხსნის და მასაც გაათავისუფლებს.