spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე – გარკვეულ ტრენდად იქცა, რომ ყველა თავის თავს წარმოაჩენს საქართველოს მეგობრად, სააკაშვილის მეგობრობა არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას

ვხედავთ, რომ არის ხალხი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, პარტიული ამხანაგი თუ ა.შ. და ამას აღიქვამენ საქართველოს მეგობრობას. მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა არათუ ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, არამედ დიდი ალბათობით, სწორედაც, რომ არ ნიშნავს საქართველოს მეგობრობას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომ დღეს, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს მიუღებელია ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის.

“როდესაც მეგობრობას უცხადებ ადამიანს, რომელმაც დეპუტატის ცემა დააორგანიზა, ადამიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა – ამ ადამიანს, როდესაც უცხადებ სოლიდარობას აქ, რა თქმა უნდა, ავტომატურად გამორიცხავ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ. გარკვეულ ტრენდად იქცა, რომ ყველა თავის თავს წარმოაჩენს საქართველოს მეგობრად ისე, რომ არ ეკითხება საქართველოს და ქართველ ხალხს იმიტომ, რომ არ მგონია ქართველი ხალხი თვლიდეს, რომ მისი მეგობარია ის ადამიანი, რომელიც ადამიანის ცემა დააორგანიზა, ის ვინც ადამიანის მკვლელების დაუსჯელობას უწყობდა ხელს და რომელმაც ამ ქვეყანაში ჩაგვრის სისტემა შექმნა.

რაც შეეხება ვინ უჭერს და ვინ არა საქართველოს მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას. სამწუხაროდ, ევროკავშირში არიან სკეპტიკოსები ქვეყნები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან ამ სამი ქვეყნის კანდიდატობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები