საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Twitter-ზე უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“მამაცი, გაბედული და თავდადებული ქართველი დიპლომატების წყალობით, საქართველოს დროშა ყოველთვის ფრიალებდა კიევში, საქართველოს საელჩოს წინ, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი. თქვენი უშიშარი ძალისხმევა ძალიან დასაფასებელია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.