spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც ვაკის პარკში დატრიალდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

 

“ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ, რომელიც თბილისში, ვაკის პარკში დატრიალდა. თანაზიარი ვარ ოჯახის, ნათესავების, მეგობრების მწუხარების. ჩვენ ვნახეთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, ვინ არის დამნაშავე და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

 

რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანები დაისჯებიან. ეს დიდი ტრაგედიაა და ახლა მნიშვნელოვანია, ყველა გვერდში დავუდგეთ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები