საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს ეხმიანება.
“სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.
მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.