საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის ყოფილი წევრის თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მინდა, მივუსამძიმრო საქართველოს პარლამენტის მე-4, მე-5 და მე-8 მოწვევის წევრის თამაზ მეჭიაურის ოჯახს, მის ახლობლებს და ნათესავებს. თამაზ მეჭიაურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საპარლამენტო ცხოვრების განვითარებაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.
თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.