spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი – წელს სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული, შარშან მოწვეული იყო და არ მოვიდა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა წელს არ ყოფილა გათვალისწინებული.

 

პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი შარშან მიწვეული იყო, თუმცა ის არ მივიდა.

 

“სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული ამ ღონისძიებაში. ის არც შარშან იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან მოწვეული იყო ამ ღონისძიებაზე, თავად არ გამოცხადდა. წელს სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული, შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა. მას ჰკითხეთ მიზეზი, არ ვიცი, რატომ არ მოვიდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე არ მიიწვიეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები