spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ვინც რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას გვთავაზობს, სინამდვილეში გვეუბნება, რომ უნდა გავრისკოთ და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეთ რუსეთთან

ვინც რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას გვთავაზობს, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და ესკალაციასა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში შევიდეთ რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

“რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი სინამდვილეში რამდენჯერმეა განხილული. შარშან მარტში იყო ეს საკითხი დასმული ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ჩაკეტილიყო საზღვარი, საჰაერო სივრცე, შემოღებულიყო ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის. რამდენჯერმე წამოწიეს ეს თემა. ყოველ ჯერზე ეს თემა განვიხილეთ, საზოგადოებამ პასუხი გასცა და რაც მთავარია, თავად ოპოზიციამ აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს.

 

ნებისმიერი ასეთი ქმედება, ვიზების შემოღება, ფრენების აკრძალვა და ა.შ. არის სანქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მიდის ესკალაციაზე რუსეთთან. ეს გულისხმობს იმას, რომ შევდივართ ისეთ ურთიერთობაში, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, ამის საპირისპიროდ როდესაც აწესებ სანქციებს, მოსალოდნელია, რომ იქნება საპასუხო ზომები, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას შეექმნება საფრთხე. ისინი, ვინც ჩვენ გვთავაზობენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ, შევიდეთ ესკალაციაში და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამავე დროს, ვინც ამას გვეუბნება არავინ გვაძლევს ეკონომიკურ და უსაფრთხოების გარანტიას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები