spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შალვა პაპუაშვილი – ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია  თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.

 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

 

“მიმდინარე წლის 9 დეკემბერს  სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე  და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ. ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები