spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილმა სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, სამედიცინო პერსონალს, მოხალისეებს და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

“მინდა, მადლობა გადავუხადო  უპირველეს ყოვლისა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად და მოსახლეობის მხარდასაჭერად“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც გურიასა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობის გამო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს.

“მინდა, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მადლობა გადავუხადო პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს. მადლობა გადავუხადო ყველას, მათ შორის, მოხალისეებს, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ მოსახლეობას,  ადგილობრივებს, ვინც სტიქიასთან  საბრძოლველად, გვერდით დაუდგა ჩვენს მოქალაქეებს“,  – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები