spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა შავგულიძე – ეს კანონი დაგვაშორებს დასავლეთს, დაგვამსგავსებს და დაგვაახლოებს რუსეთს

ეს კანონი მოსწონს მხოლოდ რუსეთს, ვინაიდან ის დაგვაშორებს დასავლეთს, დაგვამსგავსებს და დაგვაახლოებს რუსეთს, რაც სწორედ ოკუპანტი ქვეყნის სურვილს და მიზანს წარმოადგენს, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას.

 

შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან  კოლეგებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ კანონის მიღებას.

 

“მინდა მივმართო მათ, ვისაც ამ კანონის მიღება გამარჯვება ჰგონია. როგორ შეიძლება თავი გამარჯვებული გეგონოს, როდესაც შენი მოქმედებით შენს ქვეყანას მოყვარეს აკარგვინებ და მტერს ახარებ, საკუთარ ხალხზე და მით უმეტეს, ახალგაზრდობაზე ძალადობ და მათ სასურველ მომავალს ართმევ. ეს გამარჯვება კი არა, თითოეული თქვენგანის დიდი პიროვნული მარცხია და ამას უნდა დანახვა იმიტომ, რომ რაღაც მოგერია, რაღაცამ შეგაცდინა, საკუთარი ქვეყნისგან გაგაუცხოვა და მასთან დაგაპირისპირა. არ შეიძლება ეს გამარჯვებად იქნეს აღქმული. თუმცა, ჯერ კიდევ ალბათ  გვიანი არ არის და ყველას შეგიძლიათ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღოთ და უარი თქვათ ამ ქვეყნისთვის საზიანო  კანონის მხარდაჭერაზე.

 

გულწრფელად გთხოვთ, იქნებ დაფიქრდეთ ამაზე, ვინაიდან აქ საკითხი დგას თითოეული პარლამენტარის პირად პერსონალურ პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები