spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა შავგულიძე – ირაკლი კობახიძის განცხადებები ძალიან ჰგავს რუსეთის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ

“ქართული ოცნების“ ლიდერების და განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის განცხადებები ძალიან ჰგავს  რუსეთის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ,  – ამის შესახებ  Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა. 

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ კარგად იცის,  რასაც აშავებენ ივანიშვილთან ერთად და ცდილობენ პასუხისმგებლობის გადაბრალებას. 

 

“ქართული ოცნების“ ლიდერების და განსაკუთრებით,  ირაკლი კობახიძის განცხადებები, ძალიან ჰგავს  რუსეთის კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ.  

 

როგორც რუსეთი აბრალებს უკრაინას ფაშიზმს და თითქოს უკრაინის მოსახლეობას  ამისგან იცავს, სინამდვილეში კი,  არაპროვოცირებულ, აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ,  ასე იქცევა „ოცნება“,  იქეთ აბრალებს ოპონენტებს ისეთ რამეს, რაშიც თვითონაა დამნაშავე. ეს არის რუსული პროპაგანდისტული სტილი.  

 

ირაკლი  კობახიძემ  ძალიან კარგად იცის,  თუ რამდენს აშავებს  „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, რამაც შეიძლება მართლაც გამოიწვიოს,  ის რომ ჩვენ ვერ მივიღოთ კანდიდატი წევრის სტატუსი და ეს გადააბრალოს ოპოზიციას“, – განაცხადა შავგულიძემ. 

 

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ვერ გაექცევა ვერ კობახიძე და ვერ მისი პოლიტიკური ძალა, რადგან ყოველთვის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი სახელმწიფოს როგორც წარმატებაზე, ისე მის წარუმატებლობაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები