აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან განაცხადა.
“აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია. ცხადია, მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ვაწყდებით, არავის გაუუქმებია.
ვცდილობთ კონტაქტები მსოფლიოს იმ რეგიონების ქვეყნებთან დავამყაროთ, რომლებზეც დასავლეთის ქვეყნებს მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ და ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა არ შეუძლიათ”, – განაცხადა შამბამ.