აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.
“რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ აროს“, – განაცხადა შამბამ ბაზის გახსნის ვადებზე საუბრისას.
მისივე თქმით, რუსეთმა და აფხაზეთმა დაამყარეს მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში.
“თქვენ იცით, რომ რესპუბლიკაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის სასაზღვრო ჯარები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა შამბამ.