ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან კიევში გამართულ არაფორმალურ შეხვედრას “ტვიტერზე” ეხმაურება.
“პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გავუსვი:
რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით”, – წერს შარლ მიშელი.
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს არაფორმალურად კიევში 23 აგვისტოს შეხვდა.