spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შარლ მიშელი – ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს

ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

 

“მტკიცედ ვგმობთ ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ დილით განხორციელებულ განურჩეველ ტერორისტულ და ძალადობრივ თავდასხმებს, რომლებსაც უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ საშინელ მომენტში“, – წერს შარლ მიშელი.

 

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები