spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შარლ მიშელი – კრემლი ვერ შეგვაშინებს, უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი

ევროკავშირი უკრაინას ყველანაირად დაუჭერს მხარს, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია, კრემლს არ შეუძლია ევროკავშირის დაშინება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ეს სამიტი აგზავნის ორ მკაფიო მესიჯს: პირველი – თქვენთვის და უკრაინელებისთვის – ევროკავშირი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერ შეგვაშინებს. იმიტომ რომ ევროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია”, – განაცხადა მიშელმა.

 

მისივე თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია.

 

“და მეორე გზავნილია – უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი ჩვენი ბედია”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ არ არსებობს მკაფიო ვადა, რომლის მიღწევაც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, რადგან თითოეული ქვეყანისთვის ის განსხვავებულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები