ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება.
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, რაც არსებითი ნაბიჯია საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!”, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაშია საუბარი, რომელსაც ევროპული საბჭო ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.