spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შარლ მიშელი – თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, ამიტომ თქვენი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია

თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

“ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო პრეზიდენტო, დღეს გახლავთ ევროპის დღე, რომელიც პირველად აღინიშნება საქართველოში მას შემდეგ, რაც ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. 

 

თქვენ, საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, არჩევანი ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ, თქვენი მომავალი ადგილი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. 

 

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. გისურვებთ ბედნიერ ევროპის დღეს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები