spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შარლ მიშელი – უკრაინის მიმართულებით გაშვებული დრონების რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

 

“მათ გასაგონად, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინის მიმართულებით ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას.

 

თავდასხმები მით უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სულისკვეთების გატეხა შეუძლებელია. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები