spot_img
spot_imgspot_img
spot_img

შავ ზღვაში რუსულ ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა

შავ ზღვაში რუსულ ნაღმზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი აფეთქდა. ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გემი მარცვლეულის ჩასატვირთად დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. აფეთქების შედეგად გემმა დაკარგა სიჩქარე და კონტროლი, გემბანზე კი ხანძარი გაჩნდა.

 

აფეთქების შედეგად ორი მეზღვაური დაშავდა.

 

დაშავებულებს დახმარება უკრაინის სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. გემთან ბუქსირი გაიგზავნა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები