spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება

თბილისი: იმერეთის ყოფილი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე გერმანიაში თავდაცვის ატაშედ ინიშნება.

 

Front News-ს  ინფორმაციით, გერმანიაში თავდაცის ატაშეს დავით მამულაშვილს უფლებამოსილება 1 ივლისს ეწურება, რის შემდეგაც აღნიშნულ თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე დაიკავებს.

 

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა 3 მაისს დატოვა.

 

მაშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და მან აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

 

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. იქამდე კი 2016-2018 წლებში იყო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფის სარდალი. 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის სამმართველოს. 2012-2015 წლებში მსახურობდა მე-5 ქვეითი ბრიგადის მეთაურად. 2009-2010 წლებში მსახურობდა სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების სამმართველოს საბრძოლო გამოცდილების გაზიარების განყოფილების უფროსად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები