საქართველოს ლიდერები ევროკავშირს აშორებენ საქართველოს. საჭიროა ძალისხმევა ქართველი ხალხის მისწრაფებებისა და საქართველოს გაცხადებული მიზნის განსახორციელებლად, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გარსი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციისთვის საჭიროა ძალისხმევა.
“გუშინ მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა საქართველოზე ევროპის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.
ერთი დასკვნა – საქართველოს ლიდერები ევროკავშირს აშორებენ საქართველოს. საჭიროა ძალისხმევა ქართველი ხალხის მისწრაფებებისა და საქართველოს გაცხადებული მიზნის განსახორციელებლად ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით”, – წერს შერაზ გასრი.