ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შეჩერებულია პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში.
“27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამის შემდეგ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის შეწყდა და ის მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისადმი.
საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ე.ი. გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”,- განაცხადა ელჩმა.
ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ სადღესასწაულო მიღებას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.