საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
ქნირშის განცხადება საელჩოს ოფიციალურ Facebook-ზე გამოქვეყნდა.
"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა გეგმამ ფართო თანხმობა ჰპოვა პოლიტიკურ ძალებს შორის. მოხარული ვარ ამ კომპრომისის გამო, რომლისთვისაც ქალბატონი ელჩი კელი დეგნანი და ბატონი ელჩი კარლ ჰარცელი ასე დაჟინებით იღწვოდნენ. შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელება ახლა მოითხოვს ახალ სულისკვეთებას პოლიტიკაში, ერთობლივი წარმატებისთვის მუშაობის სულისკვეთებას“, – აცხადებს ელჩი.