შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასამართლომ მიიღო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, გურჯაანის, თელავის და გორის სასამართლოებში.
არსებული ინფორმაციით, შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა.
სასამართლოებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.