spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“შევათანხმეთ ღონისძიებათა პაკეტი ჩვენი უახლოესი მოკავშირეების – საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად”

თბილისი: ნატო-მ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია, შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება.

 

პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნა, ვიზიტები პორტებში და ინფორმაციის გაცვლა.

 

“შევათანხმეთ ღონისძიებათა პაკეტი სიტუაციაზე ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად და საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა, პორტებში ვიზიტები, სწავლებების ჩატარება და ინფორმაციის გაცვლა. ეს გააძლიერებს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას. ახლა ნატო-ს ერთ-ერთი საზღვაო სამხედრო ჯგუფი შავ ზღვაში პატრულირებს. დღეს ის უკრაინულ და ქართულ გემებთან ერთად წვრთნას ატარებს. კვლავ ყურადღებით ვიქნებით ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონის მიმართ და ყოფნასაც გავაგრძელებთ,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინული გემები და სამხედროები.

 

მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები