spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შიდა ქართლში მამაკაცი 13 წლის შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

13 წლის შვილიშვილის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით შიდა ქართლში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

 

დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ  2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ან სხვაგვარი ქმედების ჩადენას გულისხმობს. 

 

არსებული ინფორმაციით, პოლიციას ფაქტი მასწავლებელმა შეატყობინა, რომელსაც გოგონამ თავად უთხრა.

 

დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდმა ამბავი ბაბუაზე შურისძიების მიზნით გამოიგონა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები