spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ამბარიანი და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე არარატ ტევოსიანი ეწვივნენ.

 

მომსახურების სააგენტოში სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა, მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ბესიკ ტეფნაძემ და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

 

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილე ადგილზე გაეცნენ მომსახურების სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას, ქართული მართვის მოწმობების კატეგორიებსა და გაცემის წესს, აგრეთვე იმ სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ინფრასტრუქტურა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები