spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შმიგალი – რუსეთს პროუკრაინული კოალიციის დაშლა სურს, უკრაინას აქვს პასუხი

რუსეთს ომის გახანგრძლივების და უკრაინისთვის მოკავშირეების მხარდაჭერის ჩამორთმევის იმედი აქვს, უკრაინას ამ საქმისთვის ოთხი სტრატეგიული კომპონენტი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

 

“რუსეთის მთავარი მიზანია გაანადგუროს პროუკრაინული კოალიცია. გაანადგუროს ერთიანობა. შეამციროს ჩვენი რესურსები წინააღმდეგობისთვის. ჩვენი პასუხი შედგება ოთხი სტრატეგიული კომპონენტისგან”, – განაცხადა შმიგალმა.

 

მისივე თქმით, სტრატეგიულ კომპონენტებს შორის: პირველი –  უსაფრთხოების შეთანხმებები მოკავშირეებთან, უკრაინამ უკვე გააფორმა 7 ასეთი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს  ქვეყნის თანამშრომლობას და უსაფრთხოებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში;

 

“მეორე არის ტერორისტული ქვეყნის აქტივების კონფისკაცია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი გამძლეობის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას ახლა და მომავალ წლებში;

 

მესამე – ჩვენი ეკონომიკის მდგრადობისა და თვითკმარობის გაზრდა;

 

მეოთხე არის საშუალოვადიანი ფინანსური და სხვა დახმარების პროგრამები ჩვენს მთავარ მოკავშირეებთან”, – განაცხადა შმიგალმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები